ელექტრონიკის ინჟინერი

მცხეთა სრული განაკვეთი ალფა პეტი
განათლება: პროფესიული კოლეჯი ენები: რუსული
ინჟინერია: ელექტროინჟინერია
შპს „ალფა-პეტი” ბაზარზე ოპერირებს 2008 წლიდან და მის საქმიანობას წარმოადგენს პლასტიკური ბოთლების  ნახევარფაბრიკატებისა (პეტ პრეფორმების) და რძის პროდუქტების ტარას (IML ჭიქა) წარმოება. საწარმო ფუნქციონირებს 24/7-ზე და აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით.  
კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია მისამართზე: საქართველო, მცხეთის რ-ნი, სოფ. მისაქციელი, 3308 
 
კომპანია „ალფა-პეტი” აცხადებს ვაკანსიას  შემდეგი მიმართულებით:ელექტრონიკის ინჟინერი 
ხელმძღვანელი: საოპერაციო დირექტორი 
სამუშაო ადგილი: კომპანია ,,ალფა-პეტი”-ს  სათაო ოფისი/საწარმო, მისაქციელი 
  
ჩვენი  შემოთავაზებაა: 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:30, შაბათი 09:00-14:00 
  • ანაზღაურება: შეთანხმებით 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • ვაკანტური ადგილი: 1 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მანქანების ელექტრონიკის და დამხმარე აღჭურვილობის გაშვება და კონფიგურაცია 
  • ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობა; 
  • მოწყობილობებისა და კომპონენტების ტექნიკური შემოწმება; 
  • ელექტრონული აღჭურვილობის სწორი მუშაობის მონიტორინგი; 
  • წრიული დიაგრამების კითხვა; 
  • სენსორებთან და ღილაკებთან მუშაობა; 
  • ტექნიკური პრობლემების დროული აღმოფხვრა; 
  • ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა; 
  • ტექნიკური ინსპექტირებისა და რემონტის გეგმების მეთოდები შემუშავება და მათი განხორციელების შესახებ ანგარიშგების წესის გაწერა/აღსრულება; 
  • სარემონტო მომსახურების ორგანიზება 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საშუალო სპეციალიზებული ან უმაღლესი პროფესიული (ტექნიკური) განათლება და ელექტრონიკის ინჟინრად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში; 
  • ელექტრული სქემების სიღრმისეული ცოდნა; 
  • ტექნიკური და ოპერატიული მახასიათებლების გაგება; 
  • კონსტრუქციული თავისებურებების ცოდნა; 
  • მანქანა-დანადგარების ტექნიკური მუშაობის რეჟიმის ცოდნა; 
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ელექტრო ნახაზის წაკითხვა/ნახაზის შესაბამისად საქმის შესრულება; 
  • უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ცოდნა; 
 
პიროვნული თვისებები/უნარები 
  • ტექნიკური გონება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ  CV    ელექტრონულ ფოსტაზე: info@alfa-pet.com    და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ელექტრონიკის ინჟინერი 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა:  2024 წლის  20 სექტემბერი 
მხოლოდ გასაუბრებისთვის  შერჩეულ კანდიდატებთან  მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა. 
 
გისურვებთ წარმატებებს! 
 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.