Limo Service მაღალი კლასის ტრანსპორტირების სერვისია, რომელიც სთავაზობს B2B, B2C და B2B2C -ის უახლესი ავტომობილებითა და მძღოლით მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
Hyundai Limo Service აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 18:00
შაბათი: 10-13:00
დასვენების დღეები: კვირა
მისამართი: თბილისი-რუსთავის გზატკეცილი, ჰიუნდაის ავტო ცენტრი.
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
- გაყიდვების მენეჯერის დავალებით შეასრულოს დავალებები, კერძოდ სატელეფონო თუ ელექტრონული საშუალებებით დაუკავშირდეს პოტენციურ კლიენტებს და შესთავაზოს კომპანიის მომსახურება;
- სატელეფონო ზარების, ელექტრონული წერილების ან / და სოციალური ქსელების გამოყენებით, ყურადღებით მიიღოს ინფორმაცია შემოსულ შეკვეთებთან დაკავშირებით;
- დაამუშავოს მიღებული შეკვეთები ელექტორნულად;
- ავტოპარკის ხელმძღვანელთან ყოველდღიურად გადაამოწმოს ადგილზე არსებული ადამიანური რესურსების ( მძღოლების) და ავტომანქანების რაოდენობა და მათი მზაობა მოსალოდნელი შეკვეთების შესასრულებლად;
- სპეციალურ სადისპეჩერო პროგრამაში შექმნას მონაცემთა ბაზა შესრულებულ სამუშაოზე, მიანიჭოს სტატუსი-შესრულებულია/არ შესრულდა-არსებობის შემთხვევაში მიზეზების ჩამონათვალით.
- ავტოპარკის ხელმძღვანელის ზედამხედველობით, განახორციელოს ზუსტი და დროული ინფორმირება და ანგარიშების წარმოდგენა ყველა შემოსულ შეკვეთებზე . ამ შეკვეთებზე წარმოქმილ პრობლემებთან და მათ გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
- მიიღოს მომხმარებლისაგან უკუკავშირი , უკვე შესრულებულ მომსახურეობაზე და დაადგინოს ამა თუ იმ მძღოლის მიერ შეკვეთის შესრულების ხარისხი.
- პერიოდულად მიაწოდოს კომპანიის მენეჯმენტს მოთხოვნილი რეპორტები შესრულებული საქმიანობის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური, რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზეა ჩაითვლება უპირატესად;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი სარგებელი:
- კონკურენტული ანაზღაურება დაზღვევა
- სერვისზე სპეც. პირობები თანამშრომლებისათვის
- საბონუსე სისტემა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: sale@limoservice.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.