კონტენტ კრეატორი
თარიღები: 19 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  კონტენტ მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@imediL.ge
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან. "იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება, მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნა, უზრუნველყოფა კომუნიკაციისთვის საჭირო ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
  • სოციალური ქსელების Facebook, Instagram, LinkedIn, Youtube, TikTok პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნა
  • კონტენტის დაგეგმვა, ფოტო/ვიდეო მასალისა და პოსტერების დიზაინის შექმნაში მონაწილეობა; შესაბამისი კონტენტის ბრიფების შექმნა დიზაინერისთვის;
  • სფეროში აქტუალური ტენდენციების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
  •  შედეგების ანალიზი და პროცესების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება,  სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, PR - ის  ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • აუცილებელია, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ასევე Canva, Lightroom;
  • აუცილებელია ვიდეო მონტაჟის საბაზისო დონეზე ცოდნა (ძირითადად რილსებისთვის);

აუცილებელი უნარები:
  • შემოქმედებითობა;
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.