სამედიცინო შემთხვევების მხარდაჭერის სპეციალისტი
თარიღები: 19 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@imedil.ge
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • დაზღვეულისთვის პრობლემების მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში პროცედურების ახსნა და სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მიღების მიზნით კონსულტაციის გაწევა;
  • ანგარიშთა მმართველებისგან ინფორმაციის მიღება კორპორატიულ კლიენტებზე პრობლემური სამედიცინო შემთხვევების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიების/დაზუსტების მიზნით კლიენტთან, ანგარიშთა მმართველთან და უშუალო უფროსთან დაკავშირება; 
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება/დაზუსტების მიზნით პროგრამში დაზღვეულზე ინფორმაციის (ხელშეკრულება, ფორმა 100, დიაგნოზი, ჩატარებული დიაგნოსტიკა, ქვითრები, საგარანტიო) გადამოწმება;
  • ზარალების მართვის სპეციალისტ-ანალიტიკოსთან და/ან სადაზღვევო შემთხვევების მართვის (უმცროსი) სპეციალისტებთან ურთიერთობა კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
  • განსაკუთრებით რთული შემთხვევების შესახებ კომიტეტზე მოხსენება;
  • კლიენტის მხრიდან დამატებითი უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურთან გადამისამართება;
  • გადმომისამართებული (დაკორექტირებული და ანაზღაურებული) სადაზღვევო შემთხვევების ბაზაში ადმინისტრირება და რეპორტინგი;
  • კორპორატიული  გაყიდვების ჯგუფის უფროსების მხარდაჭერა ადმინისტრაციული  და რეპორტების მომზადების კუთხით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მომსახურების სფეროში მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.