გაყიდვების ჯგუფის უფროსი
2xP PRIORITY Auto Home
თარიღები: 13 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 700 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobsautohome@gmail.com
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე სადილერო კომპანია "Auto home"-სთვის, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის გამარტივებული პირობით შეძენას .

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.facebook.com/AutoHomegeorgia

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი (საწყის ეტაპზე 1500-1800 ლარი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი. ბელიაშვილის ქ.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ-პარას. 10:00 -18:00 შაბათი :10:00-15:00)

ძირითადი მოვალეობები:
  • საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდის მართვა და მხარდაჭერა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა და სწავლება;
  • ბაზების დამუშავება და CRM სისტემაში ასახული განაცხადების მონიტორინგი;
  • გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
  • გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მზარდ ანაზღაურებას;
  • კეთილმოწყობილ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას ან
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე jobsautohome@gmail.com და სათაურის ველში, მიუთითეთ "გაყიდვების ჯგუფის უფროსი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!