სტუმრების მომსახურების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი Greet by Accor Tbilisi Center
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი
Accor არის ფრანგული მსოფლიოში წამყვანი სტუმართმოყვარეობის ჯგუფი, წარმოდგენილი 40+ სასტუმრო ბრენდის მიერ 110-ზე მეტ ქვეყანაში. 
Accor -ის წევრი - greet hotel მიესალმება მათ, ვინც აზრობრივ შინაარსს ანიჭებს ყველა შენაძენს, ურთიერთობებს და ცხოვრების წესს. ყოველდღე, ჩვენ წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ ჩვენი სამყარო უკეთეს ადგილად იქცეს და მეორე შანსს ვაძლევთ ყველაფერს ჩვენს გარშემო.

greet hotel-ში ჩვენ ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სტუმრების მომსახურების აგენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ სერვისს. ამ როლში, თქვენ იქნებით ჩვენი სტუმრების პირველი საკონტაქტო პირი და პასუხისმგებელი იქნებით მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, საჩივრების გადაწყვეტაზე და მათი კმაყოფილების ამაღლებაზე. გარდა ამისა, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით საუზმის რესტორნისა და ყავის ბარის სივრცეზე, სადაც საჭიროებიდან გამომდინარე თქვენი ჩართულობა იქნება აუცილებელი, ასევე სტუმრების მიღება-განთავსებაზე და რეკომენდაციების გაწევაზე ადგილობრივი ღირშესანიშნაობების თაობაზე.


სტუმრების მომსახურების აგენტის მოვალეობები და პასუხისმგებლობები
  • სტუმრების დახვედრა და მათი ოთახებში განაწილება
  • სატელეფონო ზარებზე და სტუმრების შეკითხვებზე პასუხის გაცემა
  • სტუმრების საჩივრების დროული გადაჭრა
  • გადახდების განხორციელება და სტუმრების ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა
  • საუზმის დროს სტუმრების მომსახურება და დაკვალიანება
  • ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი ღირშესანიშნაობების შესახებ
  • სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა 

მოთხოვნები:
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით სასტუმრო ინდუსტრიაში, სტუმრების მომსახურების როლში
  • ინგლისური ენი ფლობა აუცილებელი, სხვა ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
  • შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი
  • Opera PMS - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

Be greet და შემოუერთდი 330 000 Heartist®-ების გუნდის მსოფლიო მასშტაბით. 
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, მოგვმართეთ მისამართზე nina.odishvili@accor.com 
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის არჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, შესაბამის გამოცდილებას და უნარებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კანდიდატების დისკრიმინაცია გამორიცხულია.