რეკრეაციის ცენტრის დამლაგებელი

თბილისი სრული განაკვეთი Hotels & Preference Hualing Tbilisi
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი „ Hotels & Preference Hualing Tbilisi, თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას: რეკრეაციული/გამაჯანსაღებელი სპა ცენტრისა და  რეკრეაციის ცენტრის დამლაგებელის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კვებით უზრუნველყოფას; 

მოვალეობა და პასუხისმგებლობა:
  • ლობის, სავარჯიშო დარბაზის ზონის, ოთახების, გამოსაცვლელი ოთახების და კიბეების დასუფთავება
  • სავარჯიშო დარბაზის აღჭურვილობის დასუფთავება
  • ავეჯის წმენდა 
  • ფანჯრებისა და იატაკების წმენდა
  • აუზის წყლის სიწმინდის კონტროლი
  • ნაგვისა და  ცარიელი კონტეინერების გატანა.
  • ტერიტორიების დასუფთავების დროის გრაფიკის დაცვა.
  • დასუფთავების საშუალებების მარაგის კონტროლი და შევსება
  • სხვა დავალებები, რომლის შესრულებაც შესაძლოა საჭირო გახდეს სამუშაო განრიგის დროს. 
  • სასტუმროსა და რეკრეაციული ცენტრის შიდა განაწესის დაცვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ,  გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა დაამუშაოს  თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 
ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ჰოტელს ენდ პრეფერენს თბილისის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან ერთად 
თქვენ უფლებამოსილი ხართ:
მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი ამუშავებს თქვენს შესახებ;
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@hotelspreference.ge