რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი bet25.live
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: რეცეფციონისტი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.  
"bet25" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის  პოზიციაზე. 
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.  
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)  
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00 
უშუალო ხელმძღვანელი:  ჰოლ მენეჯერი 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი და  ყოველ დღიური ბონუსი  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომხმარებლების რეგისტრაცია; 
  • კლიენტის ელექტრონული პორტალის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; 
  • კლიენტების ინფორმირება არსებული პროდუქტების და აქციების შესახებ; 
  • კლიენტების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება საჭიროების მიხედვით; 
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 
  • პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში; 
  • საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება; 
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება; 
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები. 
 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com  და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგისტრატორი" .  
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.