ავტო ექსპერტი
1xP PRIORITY ვუვლი
თარიღები: 13 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
საბანკო:  ექსპერტ-შემფასებელი (ავტომობილები)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@gag.ge

კომპანია ვუვლი აცხადებს ვაკანსიას ავტო ექსპერტის პოზიციაზე.


კომპანია „ვუვლი“ მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტო მომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე. 

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.linkedin.com/company/voovlyge/


პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების მოსმენა/გაანალიზება;
  • ავტომობილისთვის საჭირო სავარაუდო ღინისძიებების იდენტიფიცირება და საჭირო სერვისების დაგეგმვა;
  • სავარაუდო ანგარიშგების მომზადება და მომხარებლებთან შეთანხმება;
  • მომხმარებლებისთვის მოძიებული ავტო ნაწილების მდგომარეობაზე, ხარისხსა და ფასზე ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხარებელთან კომუნიკაციის შედეგად ავტომობილისთვის საჭირო ღონისძიებების სრულად დაგეგმვა და განხორციელება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.


მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება;
  • მართვის მოწმობა (მექანიკური და ავტომატური კოლოფი) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სკუტერის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gag.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტო ექსპერტი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.