მიკრობიოლოგი
თარიღები: 13 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Info@cito2.ge
კომპანია „ციტო 2“ აცხადებს მიკრობიოლოგის ვაკანსიას.
შპს „ციტო 2“ წარმოადგენს ინდუსტრიულ საგამოცდო ლაბორატორიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს და არსებობის მანძილზე, წამყვან ადგილს ინარჩუნებს საქართველოს აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორიებს შორის.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  უმაღლესი განათლება ბიოლოგიის, სასურსათო ტექნოლოგიის ან სამედიცინო მიმართულებით;
  • მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • ინგლისური ენა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამები (MS Office); 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიშვილის ქ N145
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00
შაბათი: 09:00-14:00

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Info@cito2.ge