გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 13 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: szedginidze@elitemotors.ge
შპს ელიტ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით (პრიორიტეტულია, გამოცდილება მძიმე სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში);
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების B1 / B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
  • მართვის მოწმობა (B) კატეგორია.

პიროვნული თვისებები:
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
  • ენერგიულობა და აქტიურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • გაყიდვების წლიური და კვარტლური გეგმების შედგენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • წლიური და კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
  • მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/შეთავაზება, კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
  • ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
  • ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვაში, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება); 
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • გაყიდვის მთლიან პროცესში მონაწილეობა (პროდუქტის შეკვეთა მომწოდებელთან, ლოჯისტიკის პროცესის უზრუნველყოფა და ა.შ.);
  • მივლინებები რეგიონში 40/60%;
  • კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქტის შეფასება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: szedginidze@elitemotors.ge & zantelidze@elitemotors.ge   გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას!