საწარმოს ღამის ცვლის სუპერვაიზერი
თარიღები: 13 სექ - 24 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება:  წარმოების ხარისხის კონტროლი წარმოება/ოპერაციები:  დაზგის ოპერირება წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა წარმოების/ქარხნის მართვა ხაზის ოპერატორი თამბაქოს წარმოება ღვინის ტექნოლოგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment14@hh.ge
HH Recruitment  (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, საწარმოს ღამის ცვლის სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანიიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოების პროცესების აქტიური კონტროლი შესაბამისი სტანდარტებით, HACCP, თუ სხვა პრევენციული პროცედურებით, ჩანაწერების წარმოება;
  • ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო ცვლილებების შეტანა და კონტროლი (თანამშრომლების სადგურებზე გადანაწილება, დასაჭრელი ნედლეულის წარმოებაში ჩაშვების თანმიმდევრობის განსაზღვრა);
  • ნედლეულის ხარისხის კონტროლი (ნიმუშების აღება, ანალიზის ჩატარება, პროდუქციის მიღებაზე დასწრება) ხარისხის კონტროლის პროცედურის მიხედვით ჩანაწერების წარმოება;
  • მზა პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად მასალებისა და პროდუქტების ტესტირება, შემოწმებების დაგეგმვა, მათი ჩატარება, ჩანაწერების წარმოება;
  • მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი დადგენილი სიხშირის შესაბამისად, ჩანაწერების წარმოება;
  • პროცესში გამოყენებული წყლის ხარისხის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კონტროლი, ჩანაწერების წარმოება;
  • მანქანა-დანადგარების და საამქროს სისუფთავის კონტროლი (შიდა და გარე ტერიტორია) შესაბამისი ანალიზების წარმოებით, ჩანაწერების წარმოება;
  • მიკვლევადობის რეპორტის წარმოება;
  • პროდუქციის და ქიმიკატების დღიური გადამუშავების კონტროლი;
  • ლაბორატორიის ტერიტორიის, ინვენტარის და მოწყობილობების სისუფთავის დაცვა;
  • საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების შიდა კალიბრაცია და შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
  • მომსახურე პერსონალზე სანიტარული ზედამხედველობა, პირადი ჰიგიენის დაცვაზე მიმდინარე კონტროლი,პერსონალის სამედიცინო შემოწმების ჟურნალის წარმოება საჭიროებისამებრ;
  • შრომის, ტექნიკური და სანიტარული უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • HACCP - ის სტანდარტების და მოთხოვნების სწავლება და გაცნობა ბოსტნეულის თანამშრომელთათვის;
  • კრიტიკული საკონტროლო წერტილების მონიტორინგი, შესრულება,კონტროლი, ჩანაწერების წარმოება;
  • Quality Team (ხარისხის გუნდი) წევრობა და მოთხოვნების შესრულება ბოსტნეულის საწარმოში; სურსათის ყველა მოქმედი რეგულაციის ცოდნა (საერთაშორისო, ადგილობრივი);
  • ნედლეულის გადამუშავება, მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა და ანგარიშგება, ჩანაწერების წარმოება.
  • ყოველთვიური სადგურზე დაკვირების ბლანკების თანამშრომლებისთვის შევსება და მიღებული შედეგების ასახვა;
  • პროდუქციის ყოველდღიურად შემოწმება და შეფასება, პროდუქციის გაუმჯობესებისა და დეფექტების დროულად გამოვლენის მიზნით;
  • თანამშრომლებისთვის განსაზღვრული ტრენინგების ჩატარება.
  • მიღებისას პროდუქციის შეფასება, გამოსავლიონობის დაანგარიშება და შესაბამისი ცხრილის შევსება დღის ბოლოს წარმოებული პროდუქციის მოცულობების აღრიცხვა, გუნდის ინფორმირება ყოველდღიურად (წარმოებული პროდუქციის წონა, გამოსავლიოანობა);

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია წარმოების სუპერვაიზერის, ცვლის უფროსის/ცვლის მენეჯერის, საწარმოს ხაზის უფროსის ან სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე3 ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:
  • 5 სამუშაო დღე (18:00-01:00)
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • კვების დანამატი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას მეილზე:  recruitment14@hh.ge