მომხმარებლის საკითხის მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბაზისბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?
ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ მომხმარებლის საკითხის მართვის მენეჯერს ვეძებთ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის საკითხების დაფიქსირების  პროგრამის ყოველდღიური მართვა;
  • მომხმარებლის მომართვის დაფიქსირების შემდგომ საკითხის მაქსიმალურად სწრაფი გადაწყვეტა დადგენილ ვადებში და ასევე სხვადასხვა განყოფილებების ჩართულობის საჭიროებისას მათთან წინასწარ შეთანხმებული შესრულების ვადების მართვა;
  • მომხმარებლის საკითხების გამოკვლევის/მოგვარების მიზნით და სამუშაო პასუხისმგებლობის მიხედვით სხვადასხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობა; 
  • პროგრამაში მომხმარებლის არხების თანამშრომლების მიერ არასწორად დაფიქსირებული საკითხების აღრიცხვა და ჯგუფის უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება კომპეტენციის განვითარების მიზნით;
  • პრობლემების/პრეტენზიების ძირითადი მიზეზების გამოძიება/დადგენა, ანალიტიკა და განვითარების/გამოსწორების ინიცირება;
  • შემოსული საკითხის გაანალიზება და განმეორებადი, ისეთი საკითხების მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის, რომლებიც საჭიროებენ მასშტაბურად განხილვას/გამოსწორებას, საჭიროების შემთხვევაში სეგმენტურად გათვალისწინებას, პრევენციული სამუშაოების ჩატარებას, პროექტის ინიცირებას/განვითარებას;
  • საკუთარი საქმიანობის ეფექტურად შესრლება/დროის მართვა ქეის მენეჯმენტის პროგრამის ანგარიშების წარმოება/მონიტორინგით.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია: ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგისა ან საბანკო საქმის მიმართულებით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.