საქმეთა მწარმოებლი

თბილისი სრული განაკვეთი თაუნს ქონსთრაქშენი
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 3500
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანია ‘’თაუნს ქონსთრაქშენი’’ ეძებს გუნდის ახალ წევრს მშენებლობლობაზე -  შიდა სამუშაოების  საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ადგილმებარეობა: თბილისი

მოვალეობები
  • ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე  მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
  • საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით;
  • მასალებისა და აღჭურვილობის მართებული მოხმარების უზრუნველყოფა/ ზედამხედველობა;
  • მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და შეფერხებების აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით;
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური განათლება  (სასურველია სამშენებლო მიმართულებით);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS office);
  • Auto Cad, Archi Cad - პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპერატესობად;

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი -  სრული;
სახელფასო განაკვეთი 2500 - 3500 ლარი (ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი СV ელ.ფოსტაზე: info@towns.ge     2024 წლის  30  სექტემბრამდე.
გთხოვთ სათაურის ველში (Subject) მიუთითოს პოზიციის დასახელება:  საქმეთა მწარმოებელი.

მოგახსენებთ, რომ ვაკანტური პოზიციით დაინტერესების და კომპანიის მითითებულ ელ.ფოსტაზე თქვენი CV-ს გაზიარების შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად რთავთ კომპანიას ნებას მიიღოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პირადი მონაცემების კონფიდენციალობის დაცვას და გამოიყენებს მათ მხოლოდ ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
თუ არ გსურთ, რომ თქვენი მონაცემები შეინახოს და დამუშავდეს, გთხოვთ, შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდოთ წერილობით ფორმატში.