შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მთავარი ენერგეტიკოსი
მოთხევნები პროფესიისადმი:
- განახორციელოს განყოფილების საქმიანობის დაგეგმარება და ბიუჯეტირება.
- უზრუნველყოს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ხარისხიანი დადროული შესრულება, უხელმძღვანელოს განყოფილების პერსონალს ამ ამოცანების შესრულებისას და აკონტროლოს შესრულების მსვლელობა.
- მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით,
- მისცეს დავალებები სანარდო ორგანიზაციას და გააკონტროლოს მათი შესრულება.
- შეადგინოს ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშები ელექროენერგიის გახარჯვის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინოს ნავსადგურის ხელმძღვანელობას.
- ორგანიზება გაუწიოს ენერგეტიკული მოწყობილობის და ენერგოსისტემების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას და დროულ შეკეთებას.
- უზრუნველყოს ნავსადგურის დიზელ-გენერატორისა და აირის მეურნეობის სწორი და უწყვეტი ექსპლუატაცია, გამართული მუშაობა და პერიოდული შემოწმება.
- უწყვეტი და ავარიის გარეშე მუშაობის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის; ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის, ენერგო მოწყობილობების და ქსელების გამოყენების და დაცულობის, მიწისვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვასთან, კონტროლის, დაცვის და ავტომატიკის სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების, დროული რემონტის მუდმივი კონტროლი.
- ელ. კარადების, ელ. სვეტების, ნავსადგურის ტერიტორიაზე საამქროებში, საწყობებში და სათავსოებებში ყველა ელ. კვანძის დროულად გაწმენდასთან და სადენების დაცვის იზოლაციის შემოწმებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების კონტროლი.
- ორგანიზება გაუწიოს დამიწების კონტურების პერიოდული აზომვების და დიელექტრიკული საშუალებების გამოცდების უზრუნველყოფას, უზრუნველყოს მიწისქვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვითი სამუშაოების ჩატარება, დროულად წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოებს ნავსდგურის ელექტრომეურნეობა.
- მიიღოს მონაწილეობა ნავსადგურის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ენერგეტიკული მოწყობილობის, მასალების და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე განაცხადების შედგენაში.
- განახორციელოს ნავსადგურის ენერგეტიკული ობიქტების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა.
- გააკონტროლოს ნავსადგურის ენერგეტიკული მეურნეობის მომსახურებისთვის მენარდე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სამუშაო, შეამოწმოს მენარდეების და მომწოდებლების მიერ მოწოდებული მომსახურების, მოწყობილობის და მასალების ხარისხი
- გააკონტროლოს ენერგეტიკული მოწყობილობის შეკეთების და დათვალიერების შესრულება.
- განყოფილების მუშაკებს, დადგენილი პერიოდულობით ჩაუტაროს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი.
- უზრუნველყოს განყოფილების დასაქმებულების მიერ თავის ფუნქციონალურ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დირექტორის ბრძანების გაცნობა და მისი შესრულება.
- აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს სამუშაოს შესრულებისთვის არასამუშაო საათებში, საგანგებო სიტუაციების დროს და საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში.
რეზიუმეს თანდართული უნდა ქონდეს პროფესისადმი მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები, დიპლომი, სერტიფიკატი.