სამუშაოს აღწერა
მძღოლის მოვალეობა წარმოადგენს დამსაქმებელის სატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
საჭიროების შემთხვევაში მოემსახუროს არა მხოლოდ დამსაქმებელს, არამედ მის ოჯახის წევრებსაც.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- დროულად გამოცხადდეს სამსახურში, იყოს მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმული;
- მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები;
- სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის იქონიოს მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
- იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო შაშუალება მოითხოვს შეკეთებას, აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოს ხარისხიანად და დროულად ჩატარებას;
- უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერებისათვის მომზადებას და დაწესებულ ვადებში ჩატარებას;
- დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სხვა დაწესებული რეგულაციები;
- შეასრულოს მისი უშუალო ხელმძღვანელის ან/და დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად, დირექტორის) მითითებები და ყოველი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს დამსაქმებელს შესათანხმებლად;
- მკაცრად დაიცვას მოძრაობის წესები რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის უსაფრთო მომსახურება.