კორპორატიული გაყიდვების გუნდში ასისტენტი
2xP PRIORITY OneSoft
თარიღები: 12 სექ - 11 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული ქართული
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@1soft.ge
კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების გუნდში ასისტენტის პოზიციაზე. 

კომპანიის შესახებ:
OneSoft წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. 
დეტალური ინფორმაცია კომპანიის  შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.1soft.ge

საქმიანობის აღწერა:
კორპორატიული გაყიდვების ასისტენტი, გუნდის მენტორთან ერთად, ჩართულია შემდეგ აქტივობებში:
  • ERP სისტემების ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგი
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება
  • პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
  • კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
  • პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
  • კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
  • პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა 
  • კორპორატიული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
  • შიდა ანგარიშგებების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) 
  • გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
  • MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/ რუსული ენების კარგად ცოდნა)
  • გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში B2B გაყიდვების მიმართულებით სწავლას, ზრდას და განვითარებას
  • ERP სისტემების შესწავლას
  • გაყიდვების ინდუსტრიაში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებას
  • ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს (დისტანციურად ან/და ადგილზე - ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, ბიზნეს ცენტრი აქსის პალასი)
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 
  • კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად

ველით დაინტერესებული პირების რეზიუმეებს CV შემდეგ ელ-ფოსტაზე info@1soft.ge.  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ასისტენტი კორპორატიული გაყიდვების გუნდში.
OneSoft გისურვებთ წარმატებას!