გაზგასამართი სადგურის გამმართველი ცვლის უფროსის და გამმართველი

თბილისი სრული განაკვეთი ნეოგაზი
მივლინება: არა
შესყიდვები: ნავთობი/გაზი/საწვავი
 კომპანია ,,ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას   გაზგასამართი სადგურის გამმართველი ცვლის უფროსის და გამმართველის პოზიციაზე. 
 
ადგილმდებარეობა: 
  • დიღომი - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N121. 
  • აეროპორტი - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ. 
  • ორთაჭალა - ქ. თბილისი, გულუას ქ. N22 
  • ვარკეთილი - ჯავახეთის ქ. ვარკეთილი 3-ის საცხოვრებელი რ-ნის III მ/რ-ის მოპირდაპირედ. 
  • საბურთალო -  უნივერსიტეტის ქ. #6. 
  • მარნეული -   26 მაისის ქუჩა. 
  • ავჭალა - სარაჯიშვილის გამზ. #39 
  • ნატახტარი - მცხეთის რ-ნი, ს. წეროვანი. 
 
სამუშაო საათები: 
  • 24 საათიანი ცვლა ყოველ მეოთხე დღეს (სამუშაო დღეების რაოდენობა თვის ჭრილში 7-8 დღე) 
  • 10 საათიანი დღის ცვლა ყოველ მეორე დღეს (15 სამუშაო დღე თვეში) 
ანაზღაურება: 
  • გამმართველი ცვლის უფროსი 24 საათიანი ცვლა  - 875 ლარი (დარიცხული) 
  • გამმართველი 24 საათიანი ცვლა - 625 ლარი (დარიცხული).  
  • გამმართველი 10 საათიანი ცვლა (დღის ცვლა) - 662.50 ლარი (დარიცხული);.  
 
ბენეფიტები:  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის ხარჯით; 
  • ყოველთვიური ბონუსი - თანამშრომლის მიერ თვის ჭრილში რეალიზებული კუბური მეტრი გაზის მოცულობის შესაბამისად 
  • პროფესიული განვითარება; 
 
ფუნქცია/მოვალეობები: 
  • ავტომობილის გამართვა ბუნებრივი აირით; 
  • კომპანიის მიერ დამტკიცებული მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვა; 
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 
  • სალარო ოპერაციების შესრულება; 
  • მომხმარებლის ინფორმირება არსებული აქციისა და ფასდაკლების შესახებ. 
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: 
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • საბაზისო მათემატიკური უნარები; 
  • ზეპირი კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა. 
 
თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 591 205 281.