ფიტნეს მიმართულების მენეჯერი
თარიღები: 12 სექ - 26 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr_clinic@aversi.ge
შპს ‘’ავერსის კლინიკა’’ აცხადებს  ფიტნეს მიმართულების მენეჯერის ვაკანსიას ავერსი ფიტნესში.

ძირითადი  მოვალეობები :
  • დასახოს განვითარების სტრატეგიული  და  ტაქტიკური  გეგმა;
  • მუდმივად იზრუნოს სამსახურის საქმიანობაში სიახლეების დანერგვაზე ;
  • გაატაროს   ყველა საჭირო ღონისძიება  ფიტნეს -დარბაზის  ფუნქციონირების,  გეგმების შესრულებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • კლინიკის მარკეტინგის სამსახურთან ერთად საჭიროებისამებრ  დაგეგმოს მარკეტინგული ღონისძიებები;
  • უზრუნველყოს ფიტნეს  დარბაზის ფუნქციონირების საერთო ზედამხედველობა. თანამედროვე  ტრენაჟორებით/ სავარჯიშო  მოწყობილობებით დარბაზის აღჭურვა;
  • კონტროლი გაუწიოს ფიტნეს დარბაზში არსებული მატერიალური ფასეულობის დაცვას და  იზრუნოს დარბაზის  ექსტერიერის, ინტერიერისა და სარეკლამო აბრების მდგომარეობაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები : 
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ფიტნესის სფეროში გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი.

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: ფიტნეს მიმართულების მენეჯერი იმისთვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26/09/2024.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  

გისურვებთ წარმატებას!
https://www.aversiclinic.ge/