იურისტი
თარიღები: 18 სექ - 11 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@chita.ge
კომპანია „ჭიტა“ 26 წელია წარმატებით მოღვაწეობს   ქართულ  ბაზარზე და უფერადებს  ბავშვებს   გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწობით  ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ , ასეთივე თბილ და ხალიასიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში  სამუშაოდ.

კომპანია „ჭიტა“იწვევს  მოტივირებულ და  ენერგიულ გუნდის წევრს   იურისტის  თანამდებობაზე 

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა:  ქ.თბილისში; აღმაშენებლის ხეივანი # 19  
  • სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
  • ხელფასი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება, შეფასება, ანალიზი;
  • კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, ბრძანებების, სარჩელების, საჩივრების, ოქმების, კორესპონდენციის, განცხადებების და სხვა დოკუმენტების შედგენა/განხილვა; კრების ოქმების, წესდებების მომზადება, მათში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა;
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპანისს მენეჯმენტთან და ფინანსურ დეპარტამენტს;
  • იურიდიული დოკუმენტაციის გადახედვა;
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები;
  • კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, საჯარო და სამეწარმეო რეესტრში, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
  • კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • კერძოს სუბიექტებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა, კომპანიის წარმომადგენლობა;
  • საკანონმდებლო ცვლილებებზე დროული რეაგირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
  • იურიდიული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;
  • კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება;
  • კომპანისს  ხელმძღვანელობის დავალებით მოახდინოს კომპანიის საქმიანობის იურიდიული ექსპერტიზა;

უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზანონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე : hr@chita.ge 1 ოქტომბრამდე  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება; გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კომპანია  "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!