დირექტორის თანაშემწე
თარიღები: 18 სექ - 01 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია:  პირადი ასისტენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@chita.ge
კომპანია „ჭიტა“ 26 წელია წარმატებით მოღვაწეობს   ქართულ  ბაზარზე და უფერადებს  ბავშვებს   გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწობით 
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ , ასეთივე თბილ და ხალიასიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში  სამუშაოდ.

კომპანია „ჭიტა“იწვევს  მოტივირებულ და  ენერგიულ გუნდის წევრს   დირექტორის თანაშემწის   თანამდებობაზე:

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა:  ქ.თბილისში; აღმაშენებლის ხეივანი # 19  
სამუშაო გრაფიკი: სრული; 
ანაზღაურება: ინდივიდუალური კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები: 
  • დირექტორისა საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • დირექტორის მიერ დავალებული სხვა ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის შესრულება
  • კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა კვლევის და ანგარიშების წარმოება;
  • კომპანიაში ყოველდღიურ საკითხებზე მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში პროექტების მართვაში ჩართულობა;
  • პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროცესების მონიტორინგი;
  • შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების შემდგომი დოკუმენტაციების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • განათლება: ხარისხი: მაგისტრი 
  • გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება რითეილ სფეროში 2 წელი;
  • სასურველია პროექტების მართვის ცოდნა;
  • ინგლისურის და რუსული ენა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე;
  • საოფისე პროგრამების Microsoft office, განსაკუთრებით Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზანონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე :hr@chita.ge 1 ოქტომბრამდე  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია  "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!