კომპანია „ჭიტა“ 26 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწობით
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ , ასეთივე თბილ და ხალიასიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია „ჭიტა“იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე:
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისში; აღმაშენებლის ხეივანი # 19
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ინდივიდუალური კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- დირექტორისა საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- დირექტორის მიერ დავალებული სხვა ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის შესრულება
- კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა კვლევის და ანგარიშების წარმოება;
- კომპანიაში ყოველდღიურ საკითხებზე მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
- კომპეტენციის ფარგლებში პროექტების მართვაში ჩართულობა;
- პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროცესების მონიტორინგი;
- შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების შემდგომი დოკუმენტაციების წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება: ხარისხი: მაგისტრი
- გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება რითეილ სფეროში 2 წელი;
- სასურველია პროექტების მართვის ცოდნა;
- ინგლისურის და რუსული ენა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე;
- საოფისე პროგრამების Microsoft office, განსაკუთრებით Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზანონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე :
hr@chita.ge 1 ოქტომბრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!