სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ ეძებს მარკეტინგის მენეჯერს სთამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას. სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშნებლის ხეივანი # 19 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული ანაზღაურება: 2000 ლარი ( შემდგომი ზრდის პერსპექტივით ) ფუნქცია-მოვალეობები: - მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება;
- ბიუჯეტის, აქტივობების მომზადება-განხორციელება და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა;
- სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;
- ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
- კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი;
- სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
- პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
- მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა;
- გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- მარკეტინგის განყოფილების მართვა, სტრატეგიის შესაბამისად, განყოფილებისთვის შესასრულებელი სამუშაოების დელეგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება
- მზგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების სფეროში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მარკეტინგის სტრატეგიების შექმნის გამოცდილება;
- კამპანიების ბიუჯეტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
- სარეკლამო, მედია და კვლევით სააგენტოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
- უცხო ენების (ინგლისური და რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- შრომისმოყვარეობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@chita.ge და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.