მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ ეძებს მარკეტინგის მენეჯერს 
 
სთამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშნებლის ხეივანი # 19  
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული 
ანაზღაურება: 2000 ლარი ( შემდგომი ზრდის პერსპექტივით )  
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება; 
  • ბიუჯეტის, აქტივობების მომზადება-განხორციელება და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; 
  • კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა; 
  • სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე; 
  • ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა; 
  • კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი; 
  • სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება; 
  • პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება; 
  • მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა; 
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა; 
  • მარკეტინგის განყოფილების მართვა, სტრატეგიის შესაბამისად, განყოფილებისთვის შესასრულებელი სამუშაოების დელეგირება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება 
  • მზგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • გაყიდვების სფეროში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
  • მარკეტინგის სტრატეგიების შექმნის გამოცდილება; 
  • კამპანიების ბიუჯეტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება; 
  • სარეკლამო, მედია და კვლევით სააგენტოებთან ურთიერთობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა 
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება; 
  • ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი 
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; 
  • გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა; 
  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული. 
  
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე   hr@chita.ge  და  Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.