AKIRA აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო - აბაშიძის ქუჩა #39
ანაზღაურება: 8 ლარი საათში (თუ დამწყები ხარ, პირველი ორი თვე 7 ლარი - სანამ გახდებით რამენის ნინძა!)
გრაფიკი: 4-5 დღე კვირაში 12 საათი (ამას გასაუბრებაზე დავაზუსტებთ, მოქნილები ვართ!)
მისია:
- მენიუს შესაბამისად მაღალი ხარისხის კერძების მომზადება
- სამზარეულოს სისუფთავისა და ორგანიზებულობის შენარჩუნება
- სამზარეულოს პერსონალთან და მენეჯმენტთან ეფექტური თანამშრომლობა
- საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა
- კოლეგებისა და მომხმარებლების მიმართ პატივისცემის და პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება
რას ვეძებთ:
- ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლიანი და პროფესიონალური მიდგომა საქმესთან
- მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე
რას გთავაზობთ:
- სრული მომზადების კურსი (შეგასწავლით იაპონურ სამზარეულოს და არა მხოლოდ)
- დინამიური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
- მენიუდან პერსონალისთვის საკვები
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი
- მოქნილი სახელფასო სისტემა
თუ ხართ კულინარიის მოყვარული და მზად ხართ ისწავლოთ და გამოცადოთ მეტი, გეპატიჟებით ჩვენი გუნდის წევრად!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: akiraramentbilisi@gmail.com