მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი AKIRA
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
AKIRA აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო - აბაშიძის ქუჩა #39
ანაზღაურება: 8 ლარი საათში (თუ დამწყები ხარ, პირველი ორი თვე 7 ლარი - სანამ გახდებით რამენის ნინძა!)
გრაფიკი: 4-5 დღე კვირაში 12 საათი (ამას გასაუბრებაზე დავაზუსტებთ, მოქნილები ვართ!)

მისია:
  • მენიუს შესაბამისად მაღალი ხარისხის კერძების მომზადება
  • სამზარეულოს სისუფთავისა და ორგანიზებულობის შენარჩუნება
  • სამზარეულოს პერსონალთან და მენეჯმენტთან ეფექტური თანამშრომლობა
  • საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა
  • კოლეგებისა და მომხმარებლების მიმართ პატივისცემის და პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება

რას ვეძებთ:
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი 
  • პასუხისმგებლიანი და პროფესიონალური მიდგომა საქმესთან
  • მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე 

რას გთავაზობთ:
  • სრული მომზადების კურსი (შეგასწავლით იაპონურ სამზარეულოს და არა მხოლოდ)
  • დინამიური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
  • მენიუდან პერსონალისთვის საკვები
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი
  • მოქნილი სახელფასო სისტემა

თუ ხართ კულინარიის მოყვარული და მზად ხართ ისწავლოთ და გამოცადოთ მეტი, გეპატიჟებით ჩვენი გუნდის წევრად!

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: akiraramentbilisi@gmail.com