საწყობის თანამშრომელი
2xP PRIORITY Megahand
თარიღები: 13 სექ - 11 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900 +ბონუსი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: megahand.geo@gmail.com
"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მეორადი ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!

მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ქ. თბილისში, ჭირნახული 74 (ლილოს დასახლება)

გრაფიკი: სრული 5/2

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
  • სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება
  • პროდუქციის შეფასება/ფასის მინიჭება წინასწარ დადგენილი წესით
  • საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა, სანიტარული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა
  • საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
  • არსებული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი
  • წუნდებული პროდუქციის მართვა
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
  • ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • რუსული ან ინგლისური ენის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
  • დროის ეფექტური მართვა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება
  • განვითარების და სწავლის სურვილი

ანაზღაურება ფიქსირებული: 900₾ + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ შემოსავალს
  • გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
  • სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
  • შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: megahand.geo@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია: "საწყობის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!