პრემიალური ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორი კომპანია „ალფა თრეიდინგი“ აცხადებს ვაკანსიას, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ალკოჰოლური სასმელების, კვების პროდუქტების ან სხვა სწრაფად სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით.
- იგივე მიმართულებით სუპერვაიზერის ან Key Account -ის მიმართულებით მუშაობის სტაჟი ჩაითვლება პრიორიტეტად..
- ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის სტაჟი ასევე ჩაითვლება პრიორიტეტად.
- საქართველოს სავაჭრო საცალო ქსელის კარგად ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა.
- უმაღლესი განათლება, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სასურველია.
- მინიმუმ 1 უცხო ენის ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა.
- საოფისე პროგრამების (Excel, Word, Power Point) მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა.
- ანალიტირუკი აზროვნება, სწრაფი რეაგირების უნარი აუცილებელი თვისებებია.
- მიზანდასახულობა და გუნდური მუშაობის უნარი აუცილებელი თვისებებია
მოვალეობები:
- კომპანიის გაყიდვების და ზრდის სტრატეგიის შემუშავება და მისი შეუქცევადი ზრდის უზრუნველყოფა.
- კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
- კომპანიის თვის-კვარტლის-წლის გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა.
- კომპანიის გაყიდვების ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით ხარჯვის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მათთვის დავალებების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი.
- დაქვემდებარებულ პირებზე გეგმების გაწერა და მათი შესრულების მონიტორინგი.
- დებიტორული დავალიანებების მკაცრი კონტროლი და ადმინისტრირება.
- ქსელურ და მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება.
- კონკურენტების მონიტორინგი და მათი მუშაობის ანალიზი.
- საფასო პოლიტიკის განსაზღვრა და მართვა.
- ახალი კატეგორიების, ბრენდების და პროდუქტების იმპორტის ინიცირება და მათი განვითარება.
- BTL კომუნიკაციების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ჰორეკა ქსელის გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება.
- სავაჭრო ქსელის სეგმენტაცია
- მივლინებები რეგიონებში.
- მომწოდებლების მიერ დაგეგმილი კამპანიების განხორციელება ქართულ ბაზარზე.
- მოსალოდნელი გაყიდვების და შეკვეთების შესაბამისად საჭირო პროდუქციის ნაშთები პროგნოზირება;
- მარჟების კონტროლი.
- სავაჭრო ქსელის მუდმივი ზრდა
- ბიუჯეტირება
- რეპორტინგი ხელმძღვანელთან
სახელფასო მოტივაცია:
- 70% ფიქსირებული ხელფასი
- 30% საბონუსე ნაწილი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სასაუბრო დრო