იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
იურიდიული: იურისტი
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება, დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით  500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ  გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით
,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, ვაკეთოთ  უკეთ ვიდრე გუშინ, ვკონცენტრირდეთ მთავარზე და დროულად ვუპასუხოთ გამოწვევებს.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის  პოზიციაზე
სამუშაო ადგილი:  ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00 

ძირითდი ფუნქციები:
  • კომპანიის ბიზნეს მიმართულებების სამართლებრივი მხარდაჭერა, კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები, სამართლებრივი შესაბამოსობა, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, შრომით-სამართლბრივი საკითხები, კომერციულ გარიგებები, სამეწარმეო-სამართლებრივი საკითხები, ადმინისტრაციულ-სამართლერივი საკითხები და სხვა; 
  • საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი და მათგან გამომდინარე მოთხოვნების იმპლემენტაცია; 
  • კომპანიის სახელშეკრულებო სტანდარტებისა (დრაფტების) და სხვა სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტების შემუშავება; 
  • კომპანიის სადამფუძნებლო/კორპორაციული დოკუმენტების შემუშავება და შესაბამის ადმინიტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა/წარმომადგენლობა მათი რეგისტრაციის მიზნით;    
  • წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; 
  • საჭიროების შემთხვევაში გარე იურიდიულ კონსულტანტებთან ერთად მუშაობა/კოორდინაცია; 
  • დავალების შესაბამისად სხვადასხვა სამართლებრივი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით); 
  • კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; 
  • კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა; 
  • სასურველია ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული გამოცდილება, მათ შორის სასაქონლო ნიშნების შეფასება/რეგისტრაცია და ა.შ. 
  • ხელშეკრულებებზე და სხვა იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა; 
  • ინგლისურ ენაზე (მინიმუმ B2) იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • რუსულ ენაზე (სასურველია B2) იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  26 სექტემბერი,  2024 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. 
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი”  მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!