მიტანის სერვისის ოპერაციების წარმომადგენელი
თარიღები: 12 სექ - 11 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@orinabiji.ge
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება, დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით  500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ  გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით
,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, ვაკეთოთ  უკეთ ვიდრე გუშინ, ვკონცენტრირდეთ მთავარზე და დროულად ვუპასუხოთ გამოწვევებს.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მიტანის სერვისის ოპერაციების წარმომადგენელის  პოზიციაზე
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00 
ადგილმდებარეობა: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ელექტრონული კომერციის ოპერაციული პროცესის გამართული და შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის შეკვეთის სისწორისა და დროული მიწოდების მართვა და კონტროლი;
  • კურიერებთან დაკავშირებული საკითხების  (რაოდენობის განსაზღვრა, გადანაწილება, გადაადგილება) მართვა / კონტროლი და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი; 
  • ახალი კურიერების შერჩევა და დაქირავება;
  • ბიზნეს პორტალზე ელექტრონული კომერციის ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვა / განახლება; 
  • ბიზნეს პორტალსა და ERP-ს შორის არსებული ცდომილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
  • ელ. კომერციის პლათფორმაზე ახალი ოპერაციული ფუნქციონალების ტესტირება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • E commerce მაღაზიებთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართულობა (დასამატებელი მაღაზიების შერჩევა, საოპერაციო არეალების ცვლილება); 
  • E commerce-ის მიმართულებით ახალი მაღაზიების დამატებისთვის საჭირო ოპერაციების (თანამშრომლების ტრენინგი, პოკეტის კონფიგურაციის გაწერა, მაღაზიის მარაგების ჩართვა)   განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კორპორატიული შეკვეთების განხორციელება;
  • შეკვეთის მიტანისა და შეგროვების დროებთან დაკავშირებული ყოველდღიური რეპორტების მომზადება და შედეგების საფუძველზე თანამშრომლებთან (მაღაზია, კურიერები) უკუკავშირი;
  • გაუქმებული შეკვეთებისა და დარეპორტებული კურიერების ყოველკვირეული ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უნივერსიტეტის სტუდენტი, კოლეჯის კუსდამთავრებული;
  • ელ. კომერციის, მიტანის სერვისის, საკურიერო კომპანიებში მუშაობის მინიმუმ  6 თვიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური B1 
  • ელექტრონული კომერციის პლატფორმებში მუშაობის გამოცდილება
  • MS Office

უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  26 ოქტომბერი,   2024 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. 
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.