მოლარე/კონსულტანტი
თარიღები: 16 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 - 950
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@europroduct.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995595307 322
კომპანია  „ევროპროდუქტი“ ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 34 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. 
ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი, მოიპოვოს ერთგული მომხმარებელი და განვითარდეს. 
დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge 
 
კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარისა და კონსულტანტის  პოზიციებზე ქ. თბილისში. 

ანაზღაურება:  
  • დარბაზის კონსულტანტი: 800 ლარი + ბონუსი, 7 თვიდან 900 ლარი + ბონუსი; 
  • ხაზის კონსულტანტი, მოლარე: 850 ლარი + ბონუსი, 7 თვიდან 950 ლარი + ბონუსი; 
 
სამუშაო გრაფიკი: 
  • კონსულტანტი, მოლარე - ცვლები: 08:30 - 16:00 დილის ცვლა, 15:30 - 23:00 საღამოს ცვლა, კვირაში 39 საათი,  დასვენება კვირაში 1 დღე.  
 
ბენეფიტები: 
  • ტრანსპორტირება გარკვეულ ფილიალებში; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • პროდუქციის ბონუსი. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქტის პრეზენტაცია; 
  • მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა; 
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; 
  • პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება; 
  • თაროების ახალი პროდუქციით რეგულარულად შევსება, კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით; 
 
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი: გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@europroduct.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- „მოლარე-კონსულტანტი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
დაგვიგკავშირდით ნომერზე: +995 595 307 322 

შეავსეთ განაცხდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/europroductcareer
შეავსეთ განაცხდი: https://shorturl.at/aikmU 
 
შემოუერთდი ჩვენს გუნდს! 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. 
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. 
 
„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 
 
გისურვებთ წარმატებას!