უძრავი ქონების გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი

ბათუმი სრული განაკვეთი REA Investment
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: უძრავი ქონება სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
REA Investment არის უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული  კომპანია ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს კვლევებს, ანალიზსა და საკონსულტაციო მომსახურებას კლიენტებისათვის, როგორიცაა: სამშენებლო დეველოპერები, ფიზიკური პირები, ქონების ინვესტორები და ა.შ
REA Investment აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის (ლიდერი)  პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, არანაკლებ 2 წელი.
  • ინგლისური /რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (მეტყველება, წერა);
  • CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word,Excel)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდვების გუნდის, გაყიდვების პროცესის ეფექტური მართვა და ზრუნვა გაუმჯობესებაზე.
  • მარკეტინგის სტრატეგიების განსაზღვრა და შესაბამისი ამოცანების დასახვა.
  • გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა,გეგმის შედგენა და სრული ციკლის მონიტორინგი.
  • გუნდის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება,მენეჯმენტთან შეთანხმება და განხორციელება.
  • მომხმარებელთა ბაზის განახლება;
  • თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული/ყოველდღიური შეხვედრები, ამოცანების დასახვა და თვის ანალიზი/რეპორტინგი.
  • პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი

სამუშაო გრაფიკი:
5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში  (10:00-18:00);
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hreainvestment@gmail.com  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების გუნდის ლიდერი“.