უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 16 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება:  უძრავი ქონების აგენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hreainvestment@gmail.com
REA Investment არის უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული  კომპანია ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს კვლევებს, ანალიზსა და საკონსულტაციო მომსახურებას კლიენტებისათვის, როგორიცაა: სამშენებლო დეველოპერები, ფიზიკური პირები, ქონების ინვესტორები და ა.შ

REA Investment აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
 
გუნდის წევრის მოვალეობა:
  • უძრავი ქონების შეძენისას მყიდველისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • პოტენციურ მყიდველთან დაკავშირება;
  • კომპანიის ბაზის  მუდმივი განახლება;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
 
მოთხოვნები:
  • პრეზენტაბელურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • აქტიურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სამუშაოს მიმართ;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა; 
  • ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (მეტყველება, წერა);

სამუშაო გრაფიკი:
5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში  (10:00-18:00);
გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hreainvestment@gmail.com  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი“.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს ,,გაყიდვების ჯგუფმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.