კანო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:შემდუღებელი.
ქალაქი: რუსთავი;
ძირითადი მოვალეობები:
- უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება
- შედუღების სამუშაოების წარმოება.
- მისთვის გადაცემული ნახაზების მიხედვით, ყველა სახის ლითონის კონსტრუქციების შედუღება;
- საჭიროების შემთხვევაში სამონტაჟო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- შედუღების ტექნოლოგიის ანალიზი;
- ელექტროსაშემდუდლო და აირსაშემდუდებლო სამუშაოს ჩატარება დახურულ სათავსოებში;
- სიმაღლეზე მუშაობა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა.
- ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ.
დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:
- განათლება: შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება
- კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება ან/და შემდუღებლის ან/და სხვადასხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
- ელექტრო-უსაფრთხოების წესების ცოდნა.
- დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებული პირები სასურველია დაგვეკონტაქტონ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე hr@kano.ge აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.