ყავის აპარატების ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ყავის ლაბორატორია
მივლინება: არა ხელფასი: 1400 +ბონუსი
მართვის მოწმობა: A, A1, B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 6 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ყავის აპარატების ტექნიკოსი;

ძირითადი მოვალეობები:
  • გეგმიური ვიზიტები არსებულ პარტნიორებთან;
  • ყავის აპარატებისთვის სერვისების ჩატარება;
  • ყავის აპარატების ტექნიკური უზრუნველყოფა და შეკეთება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (A ,A1 ან B კატეგორია);
  • უპირატესობა მიენიჭება მსგავს სფეროში  გამოცდილების მქონე კანდიდატს;

სამუშაო პირობები და ბენეფიტები: 
  • გრაფიკი- ორშაბათი-პარასკევი - 10:00 – 18:00;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურება 1400 ლარი (NET) + ბონუსი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
გისურვებთ წარმატებას!
 
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.