ხელშეკრულებების ადმინისტრირების სპეციალისტი
თარიღები: 11 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 700
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
საჯარო სამსახური:  საჯარო სამსახური (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: sesa_administration@moh.gov.ge
 სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხელშეკრულებების ადმინისტრირების სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი). 
თანამდებობრივი სარგო: 700 ლარი (ხელზე ასაღები)
ადგილების რაოდენობა:  5
სამსახურის ადგილმდებარეობა:  თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:
  • დასაქმების პროგრამებით სარგებლობის ერთიან სტანდარტის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში ჩართულობა;
  • უზრუნველყოფს პროგრამაში ჩართული მოსარგებლეების სამმხრივი ხელშეკრულების ვადების კონტროლს;
  • უზრუნველყოფს სამმხრივი სოციალური ხელშეკრულების ვალიდურობის და საზოგადოებრივი სამუშაოების მართვის სისტემასთან მათი ვალიდაციის პროცესის შემოწმებას;
  • უზრუნველყოფს უშუალო ხელმღვანელისთვის ხელშეკრულებების საკითხთან არსებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას; 
  • საჭიროების შემთხვევაში ამუშავებს სააგენტოს სხვა დოკუმენტებს;
  • სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების,  სააგენტოს, სტრუქტურული ერთეულის და უშუალო  ხელმძღვანელთა ცალკეული სამსახურებრივი  დავალებების შესრულება. 
  • სააგნეტოს სტრუქტურული კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკონკურსო თემატიკა
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
  • „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის N46 დადგენილება.

პასუხისმგებლობები:
  • ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
  • სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;

მოთხოვნები: 
  • აუცილებელია ერთ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება  იურიდიული მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი.
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
  • საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sesa_administration@moh.gov.ge
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.