შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლის პოზიციაზე ისთ ფოინთისა და დიღმის ფილიალებში.ძირითადი მოვალეობები:- სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
- ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- დაცვის სამსახურში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
- სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;
პიროვნული თვისებები:- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:- სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
- სამუშაო საათები: 09:00-20:00/11:00-22:00 სთ (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურება: 1000 ლარი
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)
- კვება;
- FitPass;
- უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.გისურვებთ წარმატებებს!