მექანიკოსი
თარიღები: 11 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები:  მექანიკოსი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancyibh@ibh.ge
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას  მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: 
სამუშაო განაკვეთი: სრული - დღე/ღამის ცვლა
საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი

ბენეფიტები:
  • კვების დანამატი
  • ყოველთვიური საწვავის ლიმიტი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი
  • სწავლებისა და განვითარების სისტემა
  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოებაში არსებული მექანიკური, ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი
  • სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენება, აღრიცხვა, კონტროლი
  • დანადგარების პროფილაქტიკური და საინსტალაციო სამუშაოების შესრულება
  • დანადგარების დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტიკა და შესაბამისი დროული რეაგირება
  • არსებული გათბობა/ვენტილაციის/ კონდიცირების და სამაცივრე სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • საქსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება/ შესრულებაში მონაწილეობის მიღება
  • ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა
  • დაზიანებების და ავარიების ანალიზი
  • დოკუმენტაციის წარმოება გამოყენებული სათადარიგო ნაწილების, სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და მათი დროული შეკვეთის შესახებ
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, მექანიკის მიმართულებით 
  • აღნიშნულ პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  გამოცდილება
  • სხვა და სხვა ტიპის მექანიზმების ცოდნა
  • პნევმატური სისტემების ცოდნა
  • უპირატესობა მიენიჭებათ საწარმოო ხაზის დანადგართან მუშაობის გამოცდილების მქონდე კანდიდატებს

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე:  vacancyibh@ibh.ge