პროექტების ასისტენტი
თარიღები: 18 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 700
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი:  ღონისძიებების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: reachart.visual@gmail.com
„რიჩარტ ვიზუალი” ეძებს გუნდის მოტივირებულ წევრს პროექტების ასისტენტის პოზიციაზე. 

თუ გაინტერესებთ კულტურის მენეჯმენტი სახელოვნებო სფეროში, ეს ვაკანსია თქვენთვისაა. 

სამუშაო ადგილი: თბილისი. პერიოდულად შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი

ძირითადი მოვალეობები:
  • სახელოვნებო და შემოქმედებითი პროექტების დაგეგმვასა და კოორდინირებაში მონაწილეობა
  • საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენებისთვის საპროექტო წინადადებების, პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა 
  • პროექტების ტექნიკური ადმინისტრირება და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა
  • საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება, არსებული პორტფოლიოების განახლება
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, მათ შორის, ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ვერბალური და წერითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება კულტურის მენეჯმენტის, ხელოვნებათმცოდნის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა სოციალური მეცნიერებების კუთხით (შესაძლებელია მაღალი კურსის სტუდენტიც)
  • პროექტების კოორდინაციისა ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • მაღალ დონეზე წერითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენა (მინიმუმ B2 დონე)

პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება
  • მოკლე დროში ადაპტაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა
  • სწრაფად მობილიზებისა და დროის მართვის უნარები 
       
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. 

მინიმალური ანაზღაურება 700 ლარი. გამოსაცდელი ვადა ორი თვე. 

ანაზღაურების დეტალები და სამუშაო გრაფიკი დამატებით შეთანხმდება შერჩევის პროცესში. გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შერჩეული კანდიდატი  შემოუერთდება „რიჩარტ ვიზუალის“ პროექტების მართვის გუნდს და მისი ანაზღაურება გაიზრდება პროექტების წარმატებით განხორციელების შესაბამისად. 

შემოუერთდი „რიჩარტ ვიზუალს“ და გახდი გუნდის წევრი, რომლის მიზანია გარდაქმნას სივრცეები ხელოვნების ძალით! ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.reachartvisual.com 

დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინეთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი, რომელშიც ახსნილი იქნება თუ რატომ გსურთ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა და როგორ შეესაბამება თქვენი კვალიფიკაცია სამუშაოს მოთხოვნებს. განაცხადი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: reachart.visual@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: პროექტების ასისტენტი