შეფ-მზარეული
2xP PRIORITY რესტორანი
თარიღები: 17 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 4000 - 4500
განათლება: პროფესიული კოლეჯი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შეფ-მზარეული
რესტორანი აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული/5 სამუშაო დღე; 13:00 სთ – 23:00 სთ.
დასვენების დღეები განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე.
ანაზღაურება:  4 000 - 4 500 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:
  • 5-7 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
  • სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება;ძლიერი მენეჯერული უნარის ფლობა
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
  • სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;  
  • რუსული ენის  ცოდნა;
  • სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
  • დროის მენეჯმენტის უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

მოვალეობები:
  • სამზარეულოს ყოველდღიური ფუნქციონირების დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი: სამუშაო დღის დაგეგმვა და მათზე მოვალეობების და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
  • მენიუს შედგენა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • ტექნოლოგიური ბარათების/რუკების შედგენა;
  • კალკულაციების შედგენა და დაცვა;
  • საწყობის და პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • კვების პროდუქტების უვნებლობის უზრუნველყოფა: პროდუქტების ხარისხის და ვადიანობის კონტროლი;
  • უსაფრთხოების ტექნიკის და სამზარეულოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;
  • სამზარეულოს დანადგარებისა და ინვენტარის/მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.