გაყიდვების მენეჯერი/ადგილობრივი
თარიღები: 11 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@ruispiri.ge
ღვინის მწარმოებელი კომპანია - შპს „რუისპირის მამული“ - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების  მენეჯერის (ადგილობრივი) თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • „რუისპირის მამულის“ მიერ წარმოებული პროდუქციის (ღვინო და ალკოჰოლური სასმელი) გაყიდვების უზრუნველყოფა საქართველოს ბაზარზე;
  • პროდუქციის გაყიდვის მიზნით სავაჭრო ობიექტებთან და სხვა დაწესებულებებთან (კონტრაგენტები) კომერციული კავშირების დამყარება და კეთილგანწყობილი ურთიერთობების შენარჩუნება;
  • კონტრაგენტებთან პროდუქციის მიწოდებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების შექმნა და გაფორმება;
  • ღვინის ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგი, გაყიდვებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
  • პროდუქციის გაყიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების (პრომო აქციები და ა.შ.) დაგეგმვა და მართვა;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა;
  • კომპანიისა და მის მიერ წარმოებული პროდუქციის დადებითი იმიჯისა და მაღალი რეპუტაციის შექმნაზე ზრუნვა და მისი შენარჩუნება;
  • პროდუქციის თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ საჭირო ინფორმაციის ფლობა და კონტრაგენტებისთვის გაცნობა;
  • კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავება და დამტკიცებული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა დადგენილი წესით;
  • კონტრაგენტებისგან შეკვეთების მიღება და მათი დროული შესრულების უზრუნველყოფა; 
  • პროდუქციის დასაწყობებასთან და მიწოდებისთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და მართვა; 
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დასაწყობებისა და მიწოდების პროცესებში უშუალო მონაწილეობა;
  • მძღოლი-ექსპედიტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონროლი;
  • სავაჭრო ობიექტებში სასაქონლო ნაშთების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • გადატვირთული და მიწოდებული პროდუქციის დადგენილი წესით აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტების მხრიდან დროული ანგარიშსწორების კონტროლი და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება სასმელებისა და კვების პროდუქტების გაყიდვების სფეროში, სასურველია ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული ურთიერთობების წარმართვის გამოცდილება;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა და სამუშაოდ გამოყენების გამოცდილება;
  • მართვის „B“ კატეგორიის მოწმობის ფლობა;
  • ავტომობილის მართვის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი; 
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; პერიოდული ვიზიტები თელავსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში;
  • ავტომობილის საწვავით უზრუნველყოფა;
  • ავტომობილისა და მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • მატერიალური პასუხისმგებლობა მინდობილ პროდუქციაზე;
  • სრული სამუშაო განაკვეთი; 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,  არანორმირებული დღიური სამუშაო გრაფიკი; 
  • კომბინირებული შრომის ანაზღაურება (კვალიფიკაციის შესაბამისად): ფიქსირებული ხელფასი და პროდუქციის გაყიდვის გეგმების შესრულების ხარისხზე დამოკიდებული პრემიალური დანამატი. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@ruispiri.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „გაყიდვების მენეჯერი“.