სამუშაოთა მწარმოებელი
თარიღები: 11 სექ - 09 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამუშაოთა მწარმოებელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@apartgroup.com
აპარტ ჯგუფში შემავალი სამშენებლო კომპანია „აპარტ ქონ“-ი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებელის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს #2

ძირითადი მოვალეობები: 
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესების მართვა
  • შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების საჭიროების განსაზღვრა და მოთხოვნა.
  • ობიექტზე მომუშავე პერსონალის ზედამხედველობა და მათთვის სამუშაოების მიზნობრივად გადანაწილება
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით სახელფასო ტაბელის შედგენა.
  • ობიექტზე მომუშავე პერსონალის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი,შესაბამისი დოკუმენტების დროულად  წარდგენის უზრუნველყოფა.
  • მიღებული,გათავისუფლებული და გადაადგილებული პერსონალის დოკუმენტაციის მოგროვება და კომუნიკაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სარემონტო,სამონტაჟო,სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; 
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან მუშაობა
  • Ms Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას. 
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com  არა უგვიანეს 2024 წლის 10 ოქტომბრისა
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ სამუშაოთა მწარმოებელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე  გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!