კომპანია "მნ დისტრიბუშენ"-ი აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის დათვლა და ჩაბარება;
- სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უზრუნველყოფა;
- ობიექტზე(კლიენტზე) პასუხისმგებელი პირისთვის პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების მიხედვით, კლიენტებისგან ხელმოწერილი ზედნადების ბუღალტერიში ჩაბარება. კლიენტისგან მიღებული თანხის ბანკში ჩაბარება.
- ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლოატაციისა და რემონტის საკითხებზე ლოჯისტიკის მენეჯერთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
- 1+ წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება
- სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
სახელფასო ბიუჯეტი: 1000 ლარი + ბონუსი
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე sales@mndistribution.ge და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. საკონტაქტო ნომერი +995 577 10 12 71