პროფესიული განათლების მასწავლებელი /პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აღმზრდელი
თარიღები: 20 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: მარნეული
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მეცნიერება/განათლება:  სკოლამდელი განათლება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: collejimsc@gmail.com
შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანსიას 2024-2025 სასწავლო წლისთვის!
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ განსახორციელებელ
მოდულებს და CV - ის გამოგზავნისას ასევე მიუთითოთ რომელი პროგრამის,
რომელი მოდულის ან/და მოდულების სწავლება შეგიძლიათ:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: აღმზრდელი (სკოლამდელი აღზრდა):

მოდულები:
  • გაცნობითი პრაქტიკა – სკოლამდელი აღზრდა და განათლება
  • პრაქტიკული პროექტი – სკოლამდელი აღზრდა და განათლება
  • შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში
  • პროფესიული ეთიკა სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში
  • ბავშვის განვითარების თავისებურებები
  • ადრეული განათლების კურიკულუმები
  • დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში
  • დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
  • ოჯახის და თემის ჩართულობა სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში
  • ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
  • თანამედროვე გამოწვევები ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში
  • საგანმანათლებლო გარემო
  • ფიზიკური და სენსორული განვითარების ხელშეწყობა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
  • ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია
  • კომუნიკაცია, ენა, მეტყველება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში
  • წიგნიერება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
  • სახვითი და ვიზუალური ხელოვნება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
  • პერფორმანსული ხელოვნება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
  • მათემატიკური წარმოდგენების ფორმირება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
  • კვლევა და აღმოჩენა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
  • კულტურა, ტრადიცია და მოქალაქეობა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
  • ტექნოლოგიების გამოყენება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში
  • მუსიკა და მოძრაობა ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

ძირითადი მოვალეობები:
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • სასწავლო პროცესის წარმართვა პროფესიული განათლების ფარგლებში.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
  • პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომელიც ფლობს შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს და შეუძლია დაეხმაროს სტუდენტებს პროფესიის დაუფლებაში. პროფესიული განათლების მასწავლებელს უნდა შეეძლოს სახელმწიფო ენაზე სასწავლო პროცესის წარმართვა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ლიტერატურის გაგება.

დამატებითი უნარები:
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნება, შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80
სამუშაო დატვირთვა-საათობრივი სასწავლო გეგმის შესაბამისად ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ
მისამართზე: collejimsc@gmail.com საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.