პროფესიული განათლების მასწავლებელი /პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საფინანსო სერვისები

მარნეული სრული განაკვეთი მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი
მივლინება: არა
მეცნიერება/განათლება: სკოლის მასწავლებელი
შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანსიას!
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ განსახორციელებელ მოდულებს და
CV - ის გამოგზავნისას ასევე მიუთითოთ რომელი პროგრამის, რომელი მოდულის ან/და მოდულების სწავლება შეგიძლიათ:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამასაფინანსო სერვისები

მოდულები:
  • გაცნობითი პრაქტიკა - საფინანსო სერვისები
  • ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნები
  • სერვის პლუსი
  • სალაროს ოპერაციების განხორციელება
  • ნაღდი ანგარიშსწორების საბანკო ოპერაციების განხორციელება
  • ანგარიშის გახსნა-დახურვა
  • სწრაფი ფულადი გზავნილები
  • უნაღდო ანგარიშსწორების საბანკო ოპერაციები
  • სადეპოზიტო მომსახურება
  • საკრედიტო პროდუქტები
  • დისტანციური საბანკო მომსახურება
  • სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლის მომსახურება და პროდუქციის კონტროლი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • სასწავლო პროცესის წარმართვა პროფესიული განათლების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
  • პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან
  • პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომელიც ფლობს შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებულ
  • ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს და შეუძლია დაეხმაროს სტუდენტებს პროფესიის
  • დაუფლებაში. პროფესიული განათლების მასწავლებელს უნდა შეეძლოს სახელმწიფო ენაზე სასწავლო პროცესის წარმართვა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ლიტერატურის გაგება.

დამატებითი უნარები:
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნება, შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80
სამუშაო დატვირთვა-საათობრივი სასწავლო გეგმის შესაბამისად ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: collejimsc@gmail.com საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.