იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და  ,,KTW ჯგუფის“ სახელითაა ცნობილი. 
KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“  აცხადებს ვაკანსიას  იურისტის პოზიციაზე.
მდებარეობა:  ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები
  • იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპანიის წარმოდგენასა და მისი ინტერესების დაცვას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში.
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმი, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადებას, ცვლილებების შეტანას, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
  • წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
  •  კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი;
  • სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
  • ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
  • საქართველოს კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
  • ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება.
  • სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
  • ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2024 წლის 10 ოქტომბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV),  ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,იურისტი“.  რეზიუმე  დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”