Junior Manual ტესტერი
2xP PRIORITY Hash Bank
თარიღები: 11 სექ - 24 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@hashbank.ge
Hash Bank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: Junior Manual Tester

ძირითადი ფუნქციები:
  • პოზიტიური და ნეგატიური ტესტ-ქეისების/ჩექ ლისტების შექმნა ტესტირების ტექნიკების გათვალისწინებით;
  • დეფექტების იდენტიფიცირება, მკაფიო რეპორტის შექმნა და სასიცოცხლო ციკლის კონტროლი შესაბამის პლატფორმაზე;
  • ტესტ-ქეისების გამოყენებით, მანუალური ტესტირების განხორციელება, პროგრამული პროდუქტის ქცევის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • ტესტირების სასიცოცხლო ციკლში (STLC) ტესტირების დონეების, მიდგომების, ტექნიკების, სტრატეგისა და ტიპების გამოყენება;
  • პროგრამული პროდუქტის დანერგვის შემდგომი ტესტირება რეალურ გარემოზე, მისი საიმედოობისა და გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად;
  • მჭიდრო კოორდინაცია დეველოპერებთან პროექტის მენეჯერებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან, ვადების, მიზნების შესრულების, დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრისა თუ სხვა საკითხზე რეაგირების უზრუნველსაყოფად;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ინდუსტრიაში არსებული სიახლეების, პროცესებისა და პრაქტიკების მუდმივი თვალყურის დევნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
  • უმაღლესი განათლება - სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიები, ან მონათესავე სფერო.

ცოდნა და გამოცდილება:
  • სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, საბანკო სფეროში.
  • ფუნქციური, UI/UX, ლოკალიზაციის, თავსებადობის, რეტესტინგისა და რეგრესიული ტესტირების საბაზისო ცოდნა;
  • ტესტირების ტექნიკების ცოდნა (Equivalence Partitioning, Boundary Value Analysis, Decision Table Testing, Exploratory testing);
  • DevTools - თან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
  • Jira / Trello / Monday / TestPad/TestRail - ში მუშაობის გამოცდილება;
  • HTML / CSS - ის საბაზისო ცოდნა;
  • Fiddler everywhere/Charles Proxy - ის პრინციპების ცოდნა;
  • Postman / Swagger - ის გამოყენების საბაზისო ცოდნა;
  • Agile მეთოდოლოგიის Scrum framework -ის საბაზისო ცოდნა;
  • სტატიკური ტესტირების ცოდნა;
  • სასურველია Software development lifecycle (SDLC) / Software testing life cycle (STLC) -ის ცოდნა
  • სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. უნარები:
  • კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 სექტემბერი, 2024.

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს „ჰეშ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს „ჰეშ ბანკისთვის“ წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.