ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ნახევარი განაკვეთი 2:00- 22:00 2 დღე დასვენებაOnePrice არის ბაზარზე ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი მაღაზიათა ქსელი (უკვე ოცი ფილიალი), რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ათასობით მომხმარებლის სიყვარული, შესთავაზა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასები.
ძირითადი მოთხოვნები:
- სალაროზე მუშაობის ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება;
- მომხმარებელზე ფოკუსირება;
- ინტენსიური მუშაობის სურვილი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება და განთავსება შესაბამის ადგილას;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
- პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაიაროს კონსულტაცია ზემდგომ პირთან, რათა შეუფერხებლად გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია;
- პროდუქციის თაროებზე განთავსება, შევსება, აღწერა და მოწესრიგება, კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის ცოდნა და წარმოდგენილი პროდუქციის კონტროლი;
- არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
- სალაროსთან და ზოგადად გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
სამუშაო პირობები:
- სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
- ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება;
- ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები;
- მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
n.gvaramadze@oneprice.ge ან
leli@oneprice.ge ან დაგვიკავშრდეთ ნომერზე + 995 599 11 33 09. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!