ფილიალის დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი ტერაბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: ფილიალის მმართველი
ტერაბანკში ცენტრალური ფილიალის დირექტორს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ: 
  • გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული
  • კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას
  • გაქვს მართვის უნარი

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: 
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით (სასურველია MBA ხარისხი)
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. N3
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
  • ანაზღაურება: ხელფასი + ფილიალის გაყიდვების გეგმაზე მიბმული კვარტალური ბონუსი

შენი მოვალეობა იქნება:
  • ფილიალის საქმიანობის წარმართვა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
  • ახალი კლიენტების მოზიდვა
  • ფილიალის საკრედიტო (როგორც საცალო, ასევე ბიზნეს სესხების) საქმიანობის კონტროლი
  • ფილიალში მომსახურების ხარისხის კონტროლი
  • ფილიალის თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობის მიღება

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე |  tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | ფილიალის დირექტორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!