კიბერსუსაფრთხოების განყოფილების გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჰაი-ტექ სოლუშენს
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
უშიშროება/დაცვა: ინფორმაციის უსაფრთხოება
High-Tech Solutions LTD (HTS) - 2008 წელს დაფუძნებული ქართული IT საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფერო და მიმართულება მაღალი დონის IT მომსახურებაა. კომპანიაში არის სამი მიმართულება:
IT Infrastructure, Network & Data Solutions Department
Cyber Security Department
Digital Transformation Department
პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე და გამოცდილი ტექნიკური პერსონალის დახმარებით, კომპანია უზრუნველყოფს თითოეული დამკვეთისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, დეტალურად აყალიბებს არსებული პრობლემის ან დასმული ამოცანის არსს და ირჩევს მისი გადაწყვეტის მაქსიმალურად ოპტიმალურ და ეფექტურ გზას.
HTS-ს აქვს თითქმის ყველა წამყვანი IT ვენდორის საპარტნიორო სტატუსი, მათ შორის არის საქართველოს ბაზარზე უნიკალური საპარტნიორო სტატუსებიც, რაც მიუთითებს კომპანიის მაღალ პროფესიონალიზმზე და მომსახურეობის მაღალ ხარისხზე. 

მეტი ინფორმაციისთვის იხ.  https://www.hts.ge/

HT Solutions აცხადებს ვაკანსიას კიბერსუსაფრთხოების განყოფილების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიციის დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების განყოფილებაში
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #70, City Towers

აუცილებელი მოთხოვნები და ცოდნა:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, IT მენეჯმენტის ან მსგავსი მიმართულებით;
  • აუცილებელია IT ინდუსტრიაში მცირედი  გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონე ცოდნა;
  • სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილებების ცოდნა (DLP, PAM, Firewall, Endpoint Protection, 2 ან მეტი მიმართულება);
  • ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარები;
  • ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები;
  • მიზანდასახულობა, პროაქტიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და პროექტის მართვის უნარები;

პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
  • პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, მათი ბიზნეს მოთხოვნების და გამოწვევების გაგება და გადაჭრის გზების პოვნა; კლიენტებისთვის შეხვედრების ორგანიზება, კომერციული წინადადებების მომზადება და  არსებული პროდუქტების მიხედვით პრეზენტაციების ჩატარება კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით;
  • უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პარტნიორი ვენდორების პროდუქტების განვითარება / სასტატუსე გამოცდების ჩაბარება;
  • არსებულ პარტნიორებსა და კლიენტებზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სათანამშრომლო ურთიერთობების განვითარებას, მომსახურების ხარისხის მონიტორინგს, მის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვას;
  • ინდუსტრიის ტენდენციებისა და ციფრული ტექნოლოგიების/ინსტრუმენტების მუდმივი შესწავლა, განახლება და დანერგვა;
  • პარტნიორებთან/კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, follow up, ვიზიტების/შეხვედრების ინიცირება კომპანიის სერვისების და აქტივობების გაცნობისა და პროექტების  განხორციელების მიზნით;
  • პირდაპირი მარკეტინგული აქტივობების შემუშავება გუნდის წევრებთან, მათ შორის მარკეტინგთან, სტრატეგიის შემუშავებისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით; 
  • სხვადასხვა სერვისებზე და პროდუქტებზე საჭირო პრეზენტაციების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
  • უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილ კონფერენცია/სემინარებში აქტიური მონაწილეობა / პრეზენტაციების მომზადება/ჩატარება;
  • გაყიდვების სტატისტიკის, ფაიფაინისა და ფორკასტის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება მენეჯერთან;
  • შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@hts.ge 
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ოქტომბერი
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს „ჰაი-ტექ სოლუშენსი“-სთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის  დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!